მთავარი მენიუ

აფორიზმები "ვეფხისტყაოსანში"

ვსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა
ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა
არ- დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა
არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა
არ იცი ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან
ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია
არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა
არ იხმარებ, რა ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?
ოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია
ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა
ბოლოდ ყოვლი დაფარული  საქმე ცხადად გამოცხადდეს
ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა
რძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი
გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა
იდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს
დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი
რთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების
ჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა
ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი
ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა
ვა,სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა
ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს, დაიწყებს ჭნობასა
ოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების
ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების
უ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენების
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა
თვით რაცა ბრძანოთ,მართალ ხარ,სხვა სხვისა ომსა ბრძენია
თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს
თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია
თქმულა: სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა
თქვა: ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია
გი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა
იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს
იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია
აცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების
კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა
კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად
კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების
კაცი არ ყველა სწორია,დიდი ძეს კაცით კაცამდის
ეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია
აგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია
მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა
მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს
 მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია
მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა
ეტარ მამაცი სხვა რაა, არ გაძლოს, რაცა ჭირია
დეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი
ოდეს ტურფა გაიაფდეს,აღარა ღირს არცა ჩირად
ურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა
პატრონისა ვერა-მჭვრეტმან, ყმამან რამცა გაიხარნა
ასაცა  გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების
რა მისჭირდეს,მაშინ უნდა გონებანი გონიერსა
რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა,ფიცთა გამტეხელსა
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია
რაც არა გწადდეს იგი ქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა
რასცა მიწვრთიხარ, იწვართე, გკადრო:უწვრთელი ვირია
ჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლისა
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა
სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია
სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია
სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი
საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად
სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა
ერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა
ხვი ახსნილსა დააბამს,იგი თვით ების,ვინ ების
უხვად გასცემდი,ზღვათაცა შესდის და გაედინების
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია
უბოროტო ვის ასმია,რაცა საქმე საეშმაკო
ათერაკი სწორად მოკლავს, ერთი იყოს თუნდა ასი
მნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად
არიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან
ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა
ღმერთმან მოგვხედნა თვალითა,ზეგარდმო მონახედითა
ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი
ოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი
ყვავი ვარდსა რას აქმევს ანუ რა მისი ფერია
ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია
ენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი
შიში ვერ იხსნის სიკვდილსა,ცუდნიღა დაღრეჯანია
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად ძოვდეს
ქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა
დების და ცდების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად
ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუვნებს
ნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა
ყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს
წესი არის მამაცისა მოჭირვება,ჭირთა თმენა
ირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა
ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია
ამს თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად
ხამს მამაცი გაგულოვნდეს,ჭირსა შიგან არ დაღონდეს
ხამს სიყვარული მოყვრისა,უხვისა,უშურველისა
ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს
 ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად
ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა
ხელმან ვარდი რად იხელთა, რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა
ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული
ხამსცა, კაცმან სასიკვდილოდ თავი ჭირსა არ დაჰრიდოს
ოგი მისია,ვინ მტერსა ჰკრავს ხმალსა არ აკვნესებსა
ჯაჭვ-მუზარადი ალმასი, ხრმალი ბასრისა მჭრელიო
კითხე ასთა,ჰქმენ გულისა, რა გინდა  ვინ გივაზიროს



1 комментарий:

  1. თუ შეგიძლიათ ყველა აფორიზმი და თან თავების მიხედვით რო დაწეროთ?

    ОтветитьУдалить