მთავარი მენიუ

შეფასების რუბრიკები/სქემები

ჯგუფური  მუშაობის შეფასების რუბრიკა(განმსაზღვრელი)
თანამშრომლობის უნარი(ჯგუფური)

9-10
მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა.მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
7-8
მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში. მას უმეტესწილად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
5-6
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი ხშირად უსმენს სხვა წევრების წინადადებებს,ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.
3-4
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
1-2
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში. იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების  განვითარებას.






ჯგუფური მუშაობა

მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი


დაკვირვების საგანი
კი
არა
შენიშვნა
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში?
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი?
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ?
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს სისტემატური და საქმიანი ხასიათი?
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები?
იმოქმედა თუ არა ჯგუფური მუშაობის პროცესმა მათ მოსწრებაზე?


პედაგოგი: ხათუნა ჯანელიძე.


პროექტის შეფასების კითხვარი

მოსწავლის სახელი,გვარი-------------------------


1.როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა,ამ პროექტზე მუშაობით შენ რაიმე ახალი ისწავლე?

 ა) მე ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე

ბ) მე ნაკლებად ვისწავლე ახალი.

გ) მე არაფერი მისწავლია ახალი

2.ამ პროექტზე  მუშაობით  შენს  ჯგუფის  წევრებთან ურთიერთობა როგორ შეიცვალა?

ა) გახდა უკეთესი

ბ) დარჩა ისეთივე,როგორიც იყო

გ) ურთიერთობა გაუარესდა

3.შენთვის ნათელი იყო  შენი როლი ჯგუფის წინაშე?

ა) სრულიად ნათელი იყო

ბ) ნაკლებად ნათელი იყო

გ) სრულიად გაურკვეველი იყო

4.“მასწავლებელმა  მიჩვენა  გზა, როგორ  უნდა  მემუშავა  პროექტზე“

ა) სრულიად ვეთანხმები

ბ) ნაწილობრივ ვეთანხმები

გ) არ ვეთანხმები

5.ჩვენი პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ

ა) ვეთანხმები

ბ) ნაწილობრივ ვეთანხმები

გ) არ ვეთანხმები



მოსწავლეთა თვიშეფასება

ჯგუფი:

წევრები:

1.რა მოლოდინებით დავიწყე პრეზენტაციაზე მუშაობა?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2.როგორ განვითარდა ჯგუფში თანამშრომლობა?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3.რა მომეწონა ყველაზე მეტად?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4.რამდენად პასუხისმგებლობით ასრულებდა ჯგუფის თითოეული წევრი მასზე დაკისრებულ დავალებას?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5.რამდენად მივაღწიეთ  მიზანს?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

6.რა იყო „ჩვეულებრივი“ გაკვეთილისაგან განსხვავებული?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

7.რას გავითვალისწინებ შემდეგ პრეზენტირებისას და ჯგუფური მუშაობის პროცესში?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



კოლეგების შეფასების ფურცელი

მასწავლებლის სახელი გვარი----------------------


#

კრიტერიუმები

კარგი

საშუალო

ცუდი

1

მიზნების,აქტივობებისა და მოსალოდნელი შედეგების შესაბამისობა




2

მიღწევის საშუალებები იწვევს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას




3

მოსწავლეების ჩართულობის დონე პრეზენტაციაში




4

რამდენად პოზიტიურია სასწავლო გარემო




5

მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან (მიმართვის ფორმები)




6

მოსწავლეების ყოფაქცევის მართვა




7

მოსწავლეთა შორის ურთიერთობის ორგანიზება




8

აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანად გამოყენება




9

დროის მენეჯმენტი




10

სასწავლო და დამხმარე რესურსების გამოყენება




11

შეფასების (სქემების) რუბრიკების გამოყენება






კომენტარი-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------









საპრეზენტაციო უნარების შეფასების რუბრიკა (საშუალო საფეხური)

ქულები და კრიტერიუმები
მაღალი 9-10
საშუალოზე მაღალი 7-8
საშუალო 5-6
საშუალოზე დაბალი 3-4
დაბალი 1-2
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს; აქვს მდიდარი ლექსიკა; შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
იცავს მართლმეტყველების წესებს. მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს.
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. უჭირს გამართულად საუბარი
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად.
სათქმელს გადმოსცემს ნაწილობრივ გამართულად
უჭირს სათქმელის გამართულად გადმოცემა
კონტაქტი აუდიტორიასთან: თვალსაჩინოებების გამოყენება
წარმატებით იყენებს არავერბალურ(ხმის აწევ-დაწევა, მიმიკა,ჟესტიკულაცია) საშუალებებს. აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად იყენებს თვალსაჩინოებას
ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად.
ნაწილობრივ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
იშვიათად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს.
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს
პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
ვერ პასუხობს კითხვების ნახევარს
ვერ პასუხობს კითხვებს

Комментариев нет:

Отправить комментарий