მთავარი მენიუ

გეგმები (გაკვეთილები/პროექტები)

 პროექტ-გაკვეთილ
·        სახელწოდება-„სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრება და მოღვაწეობა“
·        მონაწილენი-მე-10 კლასის მოსწავლეები
·        კვლევის ვადა-2 კვირა
·        კვლევის ხელმძღვანელი-ხათუნა ჯანელიძე
·        პრობლემა-აქტუალობა- სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრება და მოღვაწეობა ნამდვილად იმსახურებს იმას,რომ უფრო ვრცლად შევისწავლოთ. სულხანი ბერად აღკვეცამდე, ვახტანგ მეფესთან ურთიერთობა,როგორც დიპლომატი და სხვა (სკოლაში მხოლოდ მცირე სახით ისწავლება)
·        ინტეგრირება საგნებთან: ქარტული ლიტერატურა; ისტორია; ისტ-ი;
·        კვლევის მიზანი-მოსწავლეები შეაგროვებენ მასალებს ლიტერატურული წყაროებიდან, მოიძიებენ სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიას ვრცლად, მისი შემოქმედებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველ მნიშვნელოვან მასალებსა და ფოტო-ვიდეო რესურსს.ისტ-ს გამოიყენებენ.დაახარისხებენ, გააშუქებენ.
·        მოსალოდნელი შედეგები- პროექტის შექმნა. პრეზენტაცია. სლაიდ-შოუ.განუვითარდებათ: მოძიების,თანამშრომლობის, კვლევის,ინფორმაციის დახარისხების, პრეზენტირების, პასუხისმგებლობის, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარები.
·        კვლევის მიმდინარეობა- დაიყოფიან ჯგუფებად.3 ჯგუფი. 1-ლი ჯგუფი მოიძიებს ბიოგრაფიას. მე-2 ჯგუფი- გააშუქებს იგავ-არაკთა კრებულს ვრცლად მორალით. მე-3 ჯგუფი- მთლიან შემოქმედებას გააშუქებს: ლექსიკონს, ლექსებს, თარგმანებს...
·        გაინაწილებენ სამუშაოებს ჯგუფებში,განსაზღვრავენ დროს, შეაგროვებენ მასალებს, დაახარისხებენ. წინარე ცოდნაზე ახალს დააშენებენ.
·         შეფასება-განმსაზღვრელი, განმავითარებელი წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით. შუალედური მონიტორინგი- რჩევა-რეკომენდაციების მიცემა. თვითშეფასება.(წინასწარ შემუშავებული რუბრიკებით)

       რესურსები- ლიტერატურა, კომპიუტერი, პროექტორი, პლინტერი. ინტერნეტი. ვებ-გვერდები


პროექტ-გაკვეთილი "ივირონი"

პროექტის ხელმძღვანელიხათუნა ჯანელიძე
სახელწოდებაქართველთა საგანმანათლებლო კერა ათონზე "ივირონი"
მონაწილენიX კლასის მოსწავლეები
კვლევის ხანგრძლივობა3-4 კვირა
ინტეგრირებაქართული, ისტორია, გეოგრაფია
პრობლემა/აქტუალობაათონის ივერთა მონასტრის მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიაში საგანგებო შესწავლის ღირსია, ასევე ამ კერის დამაარსებლების მამა-შვილის იოანესა და ექვთიმე ათონელების ღვაწლი საჭიროებს ღრმა კვლევასა და შესწავლას
მიზანიმოსწავლეები შეაგროვებენ მასალებს ლიტერატურული წყაროებიდან,აგრეთვე მოიძიებენ ინტერნეტიდან, შექმნიან საგანმანათლებლო ბროშურას. გააკეთებენ პრეზენტაციებს, სლაიდ-შოუს.ერთსა და იმავე საკითხს მრავალი კუთხით დაინახავენ (ინტეგრირებული) დაახარისხებენ, გააშუქებენ.
განსახორციელებელი ამოცანები/აქტივობები დაიყოფიან ჯგუფებად: 3ჯგუფი: I-ლიტერატორები,II-ისტორიკოსები,III- გეოგრაფები.გაინაწილებენ სამუშაოებს ჯგუფებში, განსაზღვრავენ დროს,შეაგროვებენ მასალებს, დაახარისხებენ, თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ, წინარე ცოდნაზე ახალს დააშენებენ, გააკეთებენ პრეზენტაციებს. 
მოსალოდნელი შედეგები პროექტის შექმნა.პრეზენტაცია.(იხილეთ დანართი) განუვითარდებათ: მოძიების,კვლევის, თანამშრომლობის, ინფორმაციის დახარისხების, საკომუნიკაციო, ანალიტიკური, თვითშეფასების, პრეზენტაციის, პასუხისმგებლობის საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, შემოქმედებითი, ტრანსფერის, სინთეზის უნარები.
შეფასება/ თვითშეფასება/ მონიტორინგი განმსაზღვრელი, განმავითარებელი-წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით. შუალედური მონიტორინგი- რეკომენდაციებისა და რჩევების მიცემა.თვითშეფასება, ურთიერთშეფასება. პროექტი ფასდება არამარტო როგორც პროდუქტი, არამედ, როგორც ერთიანი სამუშაო პროცესი.
რესურსები ლიტერატურა: გიორგი მთაწმინდელი "ცხორებაი იოვანესი და ექვთიმესი." ლევან მენაბდე- "ძველი ქართული კულტურის კერები" ტომი:II. ლევან სანიკიძე წიგნი "მოწამეთა", ფოტო-აპარატურა, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ინტერნეტ-რესურსები-ვებ-გვერდები.
       პროექტის შეფასების რუბრიკა (ერთ-ერთი)
          თანამშრომლობის უნარი(ჯგუფური)
9-10მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას, რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა. მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
7-8მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში. მას უმეტესწილად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
5-6მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში. იგი ხშირად უსმენს სხვა წევრებს, ითვალისწინებს მათ წინადადებებს და ცდილობს მათ განვითარებას.
3-4მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
1-2მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში.იგი არ  უსმენს,არ ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების განვითარებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий